თავში

ცნობილი ყაზახი მსახიობი თბილისში გადაღებებზე დაიღუპა

​ცნობილი ყაზახი მსახიობი თბილისში გადაღებებზე დაიღუპა
ცნობილი ყაზახი მსახიობი თბილისში გადაღებებზე დაიღუპა

ცნობილი ყაზახელი მსახიობი და პროდიუსერი ფარჰატ აბდრაიმოვი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ყაზახფილმის კინოსტუდიის პრესსამსახური ავრცელებს. ამის შესახებ 24.kz იუწყება. 

”ცნობილი ყაზახელი მსახიობი და პროდიუსერი ფარჰატ აბდრაიმოვი გარდაიცვალა. მსახიობის ნათესავების თქმით, გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი გახდა”, - აღნიშნულია სტუდიის განცხადებაში.

მსახიობი გარდაიცვალა ფილმის "მეტი, ვიდრე სიყვარული" გადასაღებ მოედანზე. გადაღებები თბილისში მიმდინარეობდა.

აბდრაიმოვი იყო ყაზახეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ყაზახეთის საზოგადოების პრემიის ”ხალხის რჩეული” ორგზის ლაურეატი (2011, 2012).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system