თავში

ცუცხვათის ეთნოგრაფიული მუზეუმი გაიხსნა - PHOTO

ცუცხვათის ეთნოგრაფიული მუზეუმი გაიხსნა
ცუცხვათის ეთნოგრაფიული მუზეუმი გაიხსნა - PHOTO

სოფელ ცუცხვათში ეთნოგრაფიული მუზეუმი სულ რაღაც ორი თვეა ფუნქციონირებს. მუზეუმის შექმნის იდეა სოფლის მკვიდრს, პროფესიით ისტორიკოსსა და ბიბლიოგრაფს, ილია ნიშნიანიძეს ეკუთვნის. 

ცუცხვათის მუზეუმისთვის ექსპონატების შეგროვების სურვილი მას ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 60-იან წლებში გასჩენია.

მუზეუმის დამფუძნებელი report.ge-ს უყვება, როგორ გაჩნდა მუზეუმის შექმნის იდეა და როგორ შეესხა ხორცი მის ჩანაფიქრს.

ილია ნიშნიანიძისთვის დიდ ბაბუას სამახსოვროდ გადაუცია, მისი დიდი ბაბუის, სიკო ნიშნიაძისსოული ჩოხა, რომლითაც ის სოლომონ მეფესთან ერთად თურქეთ-საქართველოს ომში იბრძოდა. სწორედ ეს ჩოხა გამხდარა ილიასთვის მუზეუმის შექმნის შთაგონების წყარო. იმ დროიდან მან დღემდე მუზეუმისთვის 500-მდე ნივთის შეგროვება შეძლო.

"მუზეუმი მიმდინარე წლის 28 აგვისტოს გავხსენი პირადი ინიციატივით. გასნის ცერემონიაზე წითელი ლენტი სოფლის გამგებელმა მურადი ფორჩხიძემ და მე გავჭერით. მუზეუმის გახსნას თანასოფლელები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. გახსნიდან დღემდე მუზეუმი 400-ზე მეტმა ვიზიტორმა დაათვალიერა. იყვნენ უცხოელებიც. მუზეუმი მოინახულა და მადლიერება გამოხატა ტყიბული-თერჯოლის ეპარქიის წინამძღვარმა, მეუფე გიორგიმ. ვიზტორებს შორის იყვნენ ასევე საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიური ფაკულტეტის ექსპედიცია," - გვეუბნება ილია ნიშნიანიძე და დასძენს, რომ მუზეუმში განთავსებული 500-ზე მეტი ექსპონანტის 40%-ზე მეტი სოფლის მოსახლეობის საჩუქარია. 

თავად სოფელი ცუცხვათი დიდი ისტორიის მქონეა. აქაა მეშვიდე საუკუნის ცუცხვათის ციხის ნანგრევები, სადაც შემორჩენილია სარდაფები, სადაც, ლეგენდის მიხედვით, 10 დღე ჰყოლია მურმან ყრუს დატყვევებული არგვეთის მთავრები, დავითი და კონსტანტინე, რომლებიც მოწამეობრივად მოწამეთაში აღესრულნენ. 

ციხის ზედაპირული კვლევით ამოღებულ ნივთებს,საომარი იარაღება და კერამიკულ ნივთებს მუზეუმში აქვს ბინა დედებული.

აქვეა შევრო გუბელიძის ოჯახიდან შემოტანილი ურემი და კავი, რომლებიც 2 საუკუნეზე მეტი წლისაა.

ყურადრებას იპყრობს მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძის მიერ 1952 წელს დიდ ქორეოგრაფ ილიკო სუხიშვილისთვის დაბადების დღისადმი მირთმეული საცეკვაო ხანჯალი წარწერითურთ. 

"ეს ხანჯალი მე შევიძინე 2005 წელს თბილისში "მშრალ ხიდზე". ჩემთვის პრიორიტეტი ადგილობრივების ნივთების თავმოყრაა, რომ სტუმარმა იგრძნოს სოფლის იდენტობა. მუზეუმში შემოსულ დამთვალიერებლებს ექსპონანტებმა ცუცხვათის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მის ისტორიაზე უნდა უამბონ. აქ ინახება სოფლის წარსული. ეს ხომ ისტორია და მატიანეა?! გარდა ამისა, სოფელ ცუცხვათში მდებარეობს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მფლობელობაში მყოფი მაღარას მღვიმე. ეს მღვიმე დღეს თუ ხვალ აუცილებლად გახდება ოკრიბის, ტყიბულისა და მთელი იმერეთის თვალსაჩინო ტურისტული ცენტრი. დღეს ამ მღვიმემდე მიდის 11 კილომეტრიანი კეთილმოწყობილი გზა. დაგეგმილია ინფრასტრუქტურილი სამუშაოების დაწყებაც მღვინის შემოგარენში. ამ მღვიმის ვიზიტორებს ექნებათ საშუალება გზად შეიარონ მუზეუმში, სადაც სოფლის ისტორიას გაიგებენ, ახლოს გაიცნობენ ცუცხვათს. დარწმუნებული ვარ, მუზეუმი აუცილებლად გახდება თვალსაჩიბო სახე ჩვენი სოფლის, ოკრიბის და მთელი იმერეთის. მუზეუმი დაეხმარება მომავალ თაობებს წარსულის აღქმაში," - გვეუბნება მუზეუმის დამფუძნებელი.

ცნობითვის, ილია  იშნიანიძეს მუზეუმის გახსნამდე არაერთხელ მიუმართავს რაიონის ხელმძღვანელობისთვის, რომ მუზეუმის მოსაწყობად გამოეყოთ ერთი ოთახი, თუმცა ვერ მოხერხდა. ამიტომ ის იძულებული გახდა საკუთარ სახლში გაეკეთებინა ის. 

"ალბათ მომავალში დავარქმებ ილია ნიშნიანიძის სახელობის მუზეუმს," - გვეუბნება ის.

ცნობისთვის, ილია ნიშნიანიძე დაიბადა 1946 წელს. ცუცხვათის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა სერგო ზაქარიაძის სახელობის სასწავლებელში სარეჟისორო ფაკულტეტზე. დაამთავრა ასევე პუშკინის სახელობის ინსტიტუტის ბიბლოგრაფიის ფაკულტეტი და ასევე ცენტრალურ კომიტეტეტთან არსებული უნივერსიტწტის ისტორიის ფაკულტეტი. ილია ნიშნიანიძე გახლავთ რამდენიმე წიგნის ავტორი და სამგზის ლაურეატი როგორც საკავშირო(საბჭოთა კავშირის) ისე საქართველოს. ის გახლავთ ღირსების ორდენის კავალერიც.

ცოტა რამ სოფელ ცუცხვათზე: ცუცხვათი იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ოკრიბა-არგვეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ტყიბულის წყალსაცავის დასავლეთით, ზღვის დონიდან 460 მეტრზე. სოფელში არის უთხოვარის(ურთხელის) კორომი, მოედინება მინერალური წყალი. სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია პალეოლითური ხანის ნასახლარი ცუცხვათის მღვიმე, მრავალსართულიანი მღვიმური კომპლექსი, რომელსაც იხსენიებენ მაღარას სახელითაც.

ვარაუდობენ, რომ სოფლის სახელი წარმოშობილია ცაცხვისაგან („ცაცხლათი“). სოფელი ცუცხვათი წყაროებში პირველად იხსენიება XVII საუკუნეში. ამ დროს ცუცხვათში დიდ მამულებს ფლობდნენ თავადი აგიაშვილები, იგივე მოსეშვილები. აგიაშვილები ციხისთავთ ციხისთავები იყვნენ. ოკრიბაში თავადი არავინ იყო. ოკრიბლები მეფის ტალანნი იყვნენ. აგიაშვილების ადრინდელი გვარი ომათმანიძე ყოფილა.  1658-1660 წლიდან ამ გვარის ხსენება წყდება. ციხისთავობისა და ცუცხვათის ციხესთან ერთად მთელი ყმა მამულები ალექსანდრე მესამის მიერ განახლებული სიგელით ციხისთაობა იონე ომათმანიძეს გადაეცა. გამოდის, რომ აგიაშვილები ომათმანიძეების მემკვირეები არიან. 

ოსმალთა ომის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩინია ომათმანიძეებს და მეფეს უთქვამს: "აგია ნამდვილი მამულიშვილი". ამის შემდეგ ეწოდა ომათმანიძეებს აგიაშვილები და მადლობის ნიშნად მათთვის მეფეს თვავადობაც უწყალობებია. 1772 წელს გიორგი მეხუთემ (გიოირგი პაატას ძე აბაშიძემ) ისარგებლა ფეოდალური ომებით და აგიაშვილებს წაართვა ციხისთაობა (საქართველოს ლექსიკონი გვ1), თუმცა მოგვიანებით აგიაშვილებს აღუდგენიათ წოდება და დაუბრუნებიათ მამულებიც. გადმოცემის თანახმად,  როგორც მათი წინაპრების, ასევე დავითისა და ქაიხოსრო აგიაშვილები, ასევე მათი შვილების, სიმონ და ბეგი აგიაშვილებვის საფავები, ცუცხვათში უნდა იყოს. 

1750 წლის ისტრიულ ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ ქაიხოსრო აგიაშვილს კარის მღვდლად პეტრე კუპრაშვილი ჰყავდა. იმერეთში გლეხთა აჯანყებას აგიაშვილების გლეხების წამოწყებას უკავშირებენ. შეშინებულ აგიაშვილებს მღვდლის შვილიშვილებისთვის, იასე და დავით კუპრაშილებისთვის, წყალობა მიუციათ და ამით შეუჩერებიათ აჯანყება იმერეთში. 

ასეთია ამ უმშვენიერესი სოფლის ისტორია.

რაც შეეხება ცუხვათის სიამაყესა და მარგალიტს, მაღარას მღვიმეს, ესაა 13 -სართულიანი პალეოლითური ხანის ნასახლარი.  ამ კასტრულ მღვიმოვანში რამდენიმე სართულში წარმოქმნილია სტალაქტიტები და სტალაგმიტები. მღვიმეთა შორის სჭარბობს ე.წ. „თბილი მღვიმეები", რომლებიც საცხოვრებლად გამოუყენებიათ პირველყოფილ ადამიანებს. ეს მღვიმე საკულტო დანიშნულებისათვისაც ყოფილა გამოყენებული, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება. მღვიმეში ნაპოვნია არქეოლოგიური ძეგლები შუა პალეოლითიდან ბრინჯაოს ხანამდე და ისტორიულ ეპოქამდე, აგრეთვე ცხოველთა ორმოცამდე სახეობის ძვლები.

სოფლის ეკონომიკასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ცუცხვათში მოიპოვება ქვა ტეშენიტი, რომელიც გადამუშავების შემდეგ გამოიყენება მოსაპირკეთებელ მასალად. მოსახლეობა ძირითადად მისდევს მესაქონლეობას, მეჩაიეობას, მესიმინდეობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system