თავში

უილ სმიტმა საკუთარ თავზე სერიალი გადაიღო - VIDEO

უილ სმიტმა საკუთარ თავზე სერიალი გადაიღო
უილ სმიტმა საკუთარ თავზე სერიალი გადაიღო - VIDEO

ამერიკელმა მსახიობმა, უილ სმიტმა საკუთარ ვარჯიშსა და ცხოვრების წესზე სერიალი გადაიღო.

სერიალი, სახელწოდებით Best Shape of My Life, YouTube Originals-ზე 8 ნოემბერს გამოვა.

მანამდე, სერიალის თრეილერი სმიტმა საკუთარ ოფიციალურ Youtube არხზე გამოაქვეყნა.

მსახიობი გვიყვება, რა გამოიარა 20 კვირაში 20 ფუნტის დასაკლებად. 

„როდესაც  ეს შოუ წამოვიწყე, მეგონა, რომ ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ფიზიკურ ფორმას მივაღწევდი, მაგრამ გონებრივად სულ სხვა ადგილას ვიყავი. შედეგად,  ჩემს შესახებ ბევრი ადრე დამალული ფაქტი აღმოვაჩინე",- ამბობს მსახიობი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system