თავში

ვალადოლიდის კინოფესტივალზე ქართული ფოკუსია წარმოდგენილი

ვალადოლიდის კინოფესტივალზე ქართული ფოკუსია წარმოდგენილი
ვალადოლიდის კინოფესტივალზე ქართული ფოკუსია წარმოდგენილი

ვალადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. ესპანეთის საავტორო კინოს ფესტივალზე წელს საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი.

ვალადოლიდის კინოფესტივალზე ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნილ 20-ზე მეტ ქართულ ფილმს აჩვენებენ. 

დღეს დილით ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პირველი ჩვენება დილით შედგა. საკონკურსო პროგრამის პარალელურად ვალიადოლიდში ნახავენ რეზო გიგინეიშვილის "მძევლებს", ანა ურუშაძის "საშიშ დედას", ლევან კოღუაშვილის "შემთხვევით პაემნებს" და ნუცა ალექსი-მესხიშვილის "კრედიტის ლიმიტს". ქართული რეტროსპექტივა გახსნის ცერემონიალზე რეჟისორმა ქეთი მაჭავარიანმა წარადგინა, რომელიც წელს ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრია. 

ქართულ ფოკუსს ვალადოლიდის კინოფესტივალი ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით წარმოადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system