თავში

ვალიადოლიდის კინოფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმარია - VIDEO

ვალიადოლიდის კინოფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმარია
ვალიადოლიდის კინოფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმარია - VIDEO

ესპანეთში ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს. ფესიტვალი საზეიმოდ გაიხსნა. 

ესპანეთის ყველაზე მნიშვნელოვან საავტორო კინოს ფესტივალზე წელს საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი.

ქართული რეტროსპექტივა გახსნის ცერემონიალზე რეჟისორმა ქეთი მაჭავარიანმა წარადგინა, რომელიც წელს ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრია.

სულ ვალიადოლიდის კინოფესტივალზე ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნილ 20-ზე მეტ ქართულ ფილმს აჩვენებენ, დაგეგმილია არაერთი საინტერესო აქტივობა, მათ შორის საზეიმო მიღება, რომელიც საქართველოს მიეძღვნება. 

ქართულ ფოკუსს ვალიადოლიდის კინოფესტივალი ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით წარმოადგენს.

https://www.youtube.com/watch?v=Rom_7txCoug&feature=youtu.be

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system