თავში

ვენაში გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიღძვნილი საშობაო კონცერტი გაიმართა

ვენაში გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიღძვნილი საშობაო კონცერტი გაიმართა
ვენაში გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიღძვნილი საშობაო კონცერტი გაიმართა

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვენის მინორიტეკირხეს ისტორიულ ტაძარში საშობაო კონცერტი გაიმართა, რომელიც გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა. 

როგორც report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კონცერტში ვენაში მოღვაწე ქართველი ხელოვანები მონაწილეობდნენ: პიანისტი ქეთევან სეფაშვილი, კომპოზიტორი და პიანისტი გიორგი კაჩინსკი, ფლეიტისტი თემურ ხარშილაძე და სოპრანო მადინა კარბელი. კონცერტს ავსტრიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ავსტრიის სამთავრობო სტრუქტურებისა და კულტურულ-სამეცნიერო წრეებისა და ქართული დიასპორის ორასზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

საშობაო ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ავსტრიაში საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ. ელჩმა ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის შემოქმედებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქართული მუსიკალური ტრადიციების მრავალფეროვნებას. დავით დონდუამ სტუმრებს ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანები წარუდგინა და მათი წარმატებული სახელოვნებო კარიერის შესახებაც ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ავსტრიას შორის კულტურის სფეროში არსებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც 2019 წელს საელჩოსთან თანამშრომლობით არაერთი საინტერესო ღონისძიება განხორციელდა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system