თავში

,,ვხედავთ ზერელე დამოკიდებულებას" - ნიკოლოზ ანთიძე

,,ვხედავთ ზერელე დამოკიდებულებას" - ნიკოლოზ ანთიძე
,,ვხედავთ ზერელე დამოკიდებულებას - ნიკოლოზ ანთიძე

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მნიშვნელოვანია, ძეგლების რეაბილიტაციის პროცესის ხარისხის კონტროლი უმკაცრესად წარიმართოს. 

ანთიძე წერს, რომ პროცესს მონიტორინგს დარგის სპეციალისტებთან ერთად თავადაც გაუწევს.

,,საქართველო საბედნიეროდ უმდიდრესი ქვეყანაა კულტურული მემკვიდრეობით, მაგრამ ამ მემკვიდრეობაშიც გამორჩეული ძეგლები გვაქვს. (არ ვაკნინებ ეროვნული მნიშვნელობის სტატუსის არმქონე ძეგლებს). ვინაიდან დარგში მომუშავე პროფესიონალების კატასტროფულ დეფიციტს განვიცდით, ხოლო ვინც გვყავს (ცენზიანი თუ უცენზო) იმათი ნაწილი ვერ აცნობიერებს ამ ძეგლების მნიშვნელობას და ვხედავთ ზერელე დამოკიდებულებას ძეგლებისადმი, პირადად მე ჩავერთვე მონიტორინგის ფუნქციის შეთავსებით, ( სპეციალისტებთან ერთად რა თქმა უნდა) რათა უმკაცრესად წარიმართოს ხარისხის კონტროლი.

დღეს დარგში სპეციალისტების ნაკლებობის შესაბამისად დასაფიქრებელია გამოცხადდეს თუ არა რეაბილიტაციის პროცესებზე მორატორიუმი, მაგრამ მორატორიუმმა უფრო ცუდი შედეგი შეიძლება მოგვიტანოს. ( მათი ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების გამო)", - წერს ანთიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system