თავში

ზაკ სნაიდერს რელიგიურ-პორნოგრაფიული ფილმის გადაღება სურს

​ზაკ სნაიდერს რელიგიურ-პორნოგრაფიული ფილმის გადაღება სურს
ზაკ სნაიდერს რელიგიურ-პორნოგრაფიული ფილმის გადაღება სურს
© Getty

ამერიკელი რეჟისორი ზაკ სნაიდერი აცხადებს, რომ რელიგიური და პორნოგრაფიული კინოსურათების გადაღება სურს. სცენარისტი ვარაუდობს, რომ ის ერთ ფილმში ამ ორი ჟანრის გაერთიანებას შეძლებს. ინფორმაციას გამოცემა The Telegraph ავრცელებს.

"მე ყოველთვის ვოცნებობდი რელიგიური და პორნოგრაფიული ფილმის გადაღებაზე, მაგრამ არასდროს მქონია შესაძლებლობა, არც ერთი და არც მეორე გადამეღო. ალბათ, შემიძლია ამ ორი ჟანრის შერწყმა", - განაცხადა რეჟისორმა.

სნაიდერის თქმით, ფილმი "300 სპარტელი" "ფილოსოფიური თვალსაზრისით პორნოგრაფიაა".

ფილმს, რომელიც ძვ.წ. 480 წელს განვითარებულ მოვლენებს ეხება, მაყურებლის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. კრიტიკოსებიც ამბობდნენ, რომ სპასრული ცივილიზაცია არაკორექტულად იყო გადმოცემული, თუმცა ჯამში ფილმმა კინოს ისტორიაში დიდი კვალი დატოვა.

ზაკ სნაიდერი ცნობილია ფილმებით "მცველები", "ზაკ სნაიდერის სამართლიანობის ლიგა" და ა.შ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system