თავში

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი შემოდგომის ფესტივალის გახსნისთვის ემზადება

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი შემოდგომის ფესტივალის გახსნისთვის ემზადება
თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი შემოდგომის ფესტივალის გახსნისთვის ემზადება

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი 2019 წლის შემოდგომის ფესტივალის გახსნისთვის ემზადება. ფესტივალი წელს პირველად გაიმართება და სამ კონცერტს მოიცავს. შესრულდება მოცარტის სიმფონიები და კონცერტები.

თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად, ფესტივალზე სოლისტების რანგში წარდგებიან წარმატებული ქართველი მუსიკოსები: სანდრო თიგიშვილი, ოთარ მელიქიშვილი, ცოტნე ცოცხალაშვილი, თინათინ კიკნაძე, ნინო ჟვანია და თამარ ჟვანია.

ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილია.

კონცერტები მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართება.  კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.

კონცერტები 27 ოქტომბერს, 9 და 12 ნოემბერს გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system