თავში

ზუგდიდის თეატრის მსახიობთა ნაწილი ახალი დირექტორის დანიშვნას აპროტესტებს

ზუგდიდის თეატრის მსახიობთა ნაწილი ახალი დირექტორის დანიშვნას აპროტესტე
ზუგდიდის თეატრის მსახიობთა ნაწილი ახალი დირექტორის დანიშვნას აპროტესტებს

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობთა ნაწილი თეატრის დირექტორად ზურაბ ეგუტიას დანიშვნას აპროტესტებს.

მსახიობების განცხადებით, ზურაბ ეგუტია ამავე თეატრის მსახიობს, კოკა ხუბუტიას ფიზიკურად გაუსწორდა, რის გამოც შსს-მ გამოძიება დაიწყო.

"ამ ფაქტის გარდა, არის რიგი საკითხები, რომელიც მის სახელს უკავშირდება, მაგალითად, თეატრის მართვა, განვითარება და მომავალი. გამოძიების შედეგები ჯერ არ დადებულა და ამ დროს ვგებულობთ, რომ დირექტორად ისევ ეს პიროვნება ინიშნება, რაც ჩვენთვის მიუღებელია. მივმართავთ, კულტურის სამინისტროს, აღნიშნულზე მოახდინოს სასწრაფო რეაგირება", – აცხადებენ მსახიობები.

ზურაბ ეგუტია ბრალდებებს უარყოფს, მისი განცხადებით მსახიობების ნაწილი, ვინც მის დანიშვნას აპროტესტებს, რეპეტიციებზე არაფხიზელ მდგომარეობაში დადიოდა. რაც შეეხება მსახიობ კოკა ხუბუტიასთან ფიზიკურ დაპირისპირებას, ეგუტიას თქმით, გამოძიება ყველაფერს დაადგენს. 

შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის დირექტორად ზურაბ ეგუტია მიმდინარე წლის 23 დეკემბერს დაინიშნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system