თავში

"2 მძევალი, სინამდვილეში მძევალი არ არის, თავდამსხმელის დაჯგუფების წევრია” - გვარამია

"2 მძევალი, სინამდვილეში მძევალი არ არის, თავდამსხმელის დაჯგუფების წევრია” - გვარამია
2 მძევალი, სინამდვილეში მძევალი არ არის, თავდამსხმელის დაჯგუფების წევრია” - გვარამია

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ირაკლი კვარაცხელიას ფეისბუქ ზარისა და მისი ეთერში გასვლის შემდეგ, მას კიდევ ერთი უცნობი პირი დაუკავშირდა, რომელმაც თავდამსხმელთან ერთად მყოფი ადამიანები ამოიცნო. 

მისი ინფორმაციით, შეიარაღებულ თავდამსხმელთან ერთად, მძევლებს შორის, იმყოფებოდა ორი მოქმედი სამხედრო პირი. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ, 112-ში შეტყობინება დატოვა.

112-ში დარეკვის შემდეგ, ის უწყების საზოაგდეობასთან ურთეირთბოს დეპარტამენტის ხელმძღვანელსაც დაუკავშირდა და სპეცოპერაციის შესახებ მიღებული ინფრომაცია გადასცა. გვარამიას თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამართალდამცველები 112-ში შესული ზარის შემდეგ მას არ დაუკავშირდნენ.

"მოკლედ, რაკიღა არ მოდიან, თავიდან ბოლომდე გავიმეორებ ყველაფერს, რომ მეც მქონდეს დადოკუმენტირებული, რომ მერე სადავო არ იყოს: 

ჩვენ რომ გავუშვით შიგნიდან ეთერი, რის მერეც გადაგვიარეთ, ამ დროს თქვენი ინტერესი უნდა ყოფილიყო, უკეთ გენახათ, რა ხდება შიგნით.

იქედან (ბანკის შენობიდან) ჩემთვის უცნობმა წყარომ ამოიცნო და მითხრა შემდეგი რამ, რომ მთავარი "ტიპი" არის დათო ხვაბლიანი.

ორი მძევალი მძევლებს შორის ამოვიცანი და არ არიან ეგენი მძევლები, ეგენი არიან ხვაბლიანის ხალხიო. არიან ტერორისტები და სავარაუდოდ შეიარაღებულებიო. სახელები არ უთქვამს, ესენი სენაკის მეორე ბრიგადის მოქმედი ჯარისკაცები არიანო, ასე მითხრა. 

ვერტმფრენი სჭირდებათ იმისთვის, რომ იქედან სვანეთში გადაფრინდნენ და მერე სახმელეთო საზღვრით გადავიდნენ რუსეთშიო. 

მოკლედ, ეგ არის და იმედია, მადლობას თუ არა, ბოდიშს მაინც მომიხდით იმის გამო, რაც გააკეთა დღეს ხელისუფლებამ. წესით უნდა გეთხოვათ, დიდხანს და კარგად გაწელეთ კადრი და გვანახეთ შიგნით რა ხდებაო" - ეუბნება გვარამია შსს-ს თანამშრომელს. 

შეგახსენებთ, აღნიშნული სატელეფონო ზარი სპეცოპერაციის დროს შედგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system