თავში

7 წლის ქართველი ვირტუოზი ამერიკაში გალა-კონცერტზე დაუკრავს

7 წლის ქართველი ვირტუოზი ამერიკაში გალა-კონცერტზე დაუკრავს
7 წლის ქართველი ვირტუოზი  ამერიკაში გალა-კონცერტზე დაუკრავს

ფორტეპიანოს შესწავლა 2 წლის წინ დაიწყო, ახლა 7 წლისაა და კლასიკოსი კომპოზიტორების, შოპენის, პროკოფიევისა და დებიუსის ურთულეს ნაწარმოებებს ასრულებს. 

სესილი სივსივაძე ნიჭიერთა ათწლედში სწავლობს,  როგორც მისი პედაგოგები ამბობენ, ის პატარა ვუნდერკინდია, რომელსაც წინ სერიოზული ვარსკვლავური კარიერა ელოდება.  პანდემიის პერიოდში, როდესაც სესილის ფართო მსმენელის წინაშე წარდგენა არ შეეძლო, 5 საერთაშორისო ონლაინ-კოკურსზე პირველი და მეორე ადგილის მფლობელი გახდა. 

ვარშავისა და ევროპის “ოდინის” საერთაშორისო ფესტივალზე პირველი და მეორე ხარისხის ჯილდოები მოიპოვა, ამერიკაში ოქროს მედალი აიღო შოპენის მე-14 ეტიუდით და კანადის ფესტივალზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.

სესილი მიწვეულია ვაშინგტონსა და ტორონტოში გალა-კონცერტზე, სადაც პატარა ვირტუოზი ცოცხლად დაუკრავს მსმენელის წინაშე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system