თავში

"ასე მგონია, ერთმანეთში ლაპარაკობენ..." - მერაბ ფირანიშვილი

"ასე მგონია, ერთმანეთში ლაპარაკობენ..." - მერაბ ფირანიშვილი
ასე მგონია, ერთმანეთში ლაპარაკობენ... - მერაბ ფირანიშვილი

ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე, სოფელს სნოში, მთის ძირას უდიდეს ლოდებს შეხვდებით. ახლოდან მისულები, როგორც მათი გამომძერწავი ამბობს, იმ „ნამდვილ პატრიოტთა სახეებს დაინახავთ, ვინც საქართველო გადაარჩინა“.

როცა მათ შორის დგახარ და თითქოს მათი საუბარი გესმის, მაგ დროს გჯერა რომ ერთმანეთში ლაპარაკობენ, - ამბობს მოქანდაკე მერაბ ფირანიშვილი.

ხან ვისი და ხან ვისი დახმარებით მოაქვს ქვის ლოდები დარიალის ხეობიდან, ერთს დარდობს, ბევრ დროს ვკარგავ, რადგან საკმარისი ფული არ მაქვს, ქვების უფრო სწრაფად სნოში ამოსატანადო. თვლის, რომ არასდროს უნდა გააკეთო, ის რაც სხვამ უკვე მოახერხა, მისი ცხოვრების აზრი ახლის ძიებაა.

მერაბ ფირანიშვილი ახლა მიხა ხელაშვილის, საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ 25 წლის ასაკში მოკლული „შეფიცულთა წევრის“ გამოქანდაკებაზე მუშაობს და ამბობს რომ კიდევ ბევრი პატრიოტის სახეს დაუტოვებს ხეობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system