თავში

9 აპრილის ტრაგედიამ საქართველო ერთ მუშტად შეკრა - თალაკვაძე

9 აპრილის ტრაგედიამ საქართველო ერთ მუშტად შეკრა - თალაკვაძე
9 აპრილის ტრაგედიამ საქართველო ერთ მუშტად შეკრა - თალაკვაძე

9 აპრილი გამორჩეული დღეა - ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლისთავს, აღვნიშნავთ ეროვნული ერთიანობისა და სამოქალაქო თანხმობის დღეს და პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

"1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ საქართველო ერთ მუშტად შეკრა. 1991 წლის 9 აპრილს კი ფრთები შეესხა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების იდეას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და მრავალი ადამიანის სამშობლოსადმი სიყვარულსა და თავგანწირვას ასაზრდოებდა: პარლამენტის სასახლეში, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. „თავისუფლებისთვის მებრძოლმა ერმა მოიპოვა თავისუფლება", - წერს არჩილ თალაკვაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system