თავში

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ისევ პარმენ ჯალაღონია იქნება

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ისევ პარმენ ჯალაღონია იქნება
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ისევ პარმენ ჯალაღონია იქნება

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უკვე მეორე ვადით, მოქმედი თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია უხელმძღვანელებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ჯალაღონიას კანდიდატურას მხარი 13-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კენჭისყრის პროცესში ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად არ მონაწილეობდა. პროცესში მონაწილეობა არ მიუღია დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს.

შეგახსენებთ, აჭარის უსკო-ს თავმჯდომარის არჩევა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მის წარდგენას "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ჯალაღონიას არჩევნების გაყალბებაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი მიუძღვის.

ისინი კენჭისყრამდე კანდიდატთან გასაუბრებას და კითხვების დასმას ითხოვდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system