თავში

ამ ტიპის ინსტრუმენტები ფრთხილად უნდა იყოს გამოყენებული - კარლ ჰარცელი

ამ ტიპის ინსტრუმენტები ფრთხილად უნდა იყოს გამოყენებული - კარლ ჰარცელი
ამ ტიპის ინსტრუმენტები ფრთხილად უნდა იყოს გამოყენებული - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები დაინტერესებულნი არიან პოტენციური საფრთხეების აღმოჩენით და აქვთ მიზეზები ფარული მიყურადების გამოსაყენებლად, თუმცა ამ ტიპის ინსტრუმენტების გამოყენება სიფრთხილით, მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ხდებოდეს.

„ზოგადად, როცა საქმე ეხება მსგავს საკითხებს, ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებთ დეტალებზე საუბრისგან. თუმცა ვიტყვი, რომ ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ მოვლენებს და საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგში ვართ ჩართულები. ასევე, მსურს, ზოგადად ვთქვა წინა კვირებში გაჟონილ ჩანაწერებთან დაკავშირებით. ბევრი საუბარია ამ ჩანაწერების შინაარსზე და იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს, თუმცა მე მინდა, ხაზი გავუსვა ასეთი თვალთვალის ბუნებაზე, რაც ჩემი აზრით არის მნიშვნელოვანი საკითხია განხილვისთვის, ამ ჩანაწერების მოცულობისა და ხასიათის გათვალისწინებით. ამ კონტექსტში მინდა, შევახსენო ყველას, რომ რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ნებისმიერი სამსახური დაინტერესებულია სახელმწიფოს უსაფრთხოებით, რათა თვალი ადევნოს იმ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც შესაძლოა, აღმოჩნდეს სახელმწიფო, მათ შორის ტერორიზმი, ჯაშუშობა. არსებობს კარგი მიზეზები ამ ტიპის ინსტრუმენტების გამოსაყენებლად. თუმცა, მათი გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, მათი გამოყენება მეთვალყურეობისა და კონტროლის ქვეშ, შესაბამისი ზედამხედველობით უნდა ხდებოდეს, რადგან ამის მეორე მხარეს დევს ადამიანების პირადი ცხოვრება, პირადი სივრცის უფლების ქონა, რათა არ გახდეს თვითნებური თვალთვალის სამიზნე“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

13 სექტემბერს ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე, სავარაუდო, წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაციასაც.

14 სექტემბერს საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system