თავში

"ამ წამიდან მე ვშიმშილობ" - გია ბარამიძე

"ამ წამიდან მე ვშიმშილობ" - გია ბარამიძე
ამ წამიდან მე ვშიმშილობ - გია ბარამიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გია ბარამიძემ შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"როგორც წინასწარ მოვითათბირეთ, ნიკამ უკვე გამოაცხადა, რომ მიშას გათავისუფლების მოთხოვნით ვიწყებთ შიმშილობის საპროტესტო აქციას.

ამ წამიდან მე ვშიმშილობ. თავისუფლება მიშას!", - წერს გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს.

გადაწყვეტილება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააცნო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system