თავში

"ამხანაგი კობახიძის" ანტიდასავლური განცხადებები რუსეთის წახალისებაა" - ხაზარაძე

"ამხანაგი კობახიძის" ანტიდასავლური განცხადებები რუსეთის წახალისებაა" - ხაზარაძე
ამხანაგი კობახიძის ანტიდასავლური განცხადებები რუსეთის წახალისებაა - ხაზარაძე

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. 

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება ამერიკის საელჩოზე რუსეთის და პრო-რუსული ძალების წახალისებაა.

"ამხანაგი კობახიძის" ანტიდასავლური, არამეგობრული განცხადებები ჩვენი პარტნიორების მისამართით, სხვა არაფერია თუ არა რუსეთის და პრო-რუსული ძალების წახალისება.

ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მიმართ უნდობლობის დანერგვა, საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაჩენა, იმის შეპარვით მტკიცება, რომ დასავლეთი და ევროპა ჩვენს პრობლემებს ვერ მოაგვარებენ და ისევ ჩრდილოელი მეზობელი დაგვეხმარება... ალბათ სხვას არც უნდა ელოდე ქვეყანაში გავრილოვის ჩამომყვანისგან. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

ჩვენი თვითმყოფადობის გადარჩენის ერთადერთი გარანტი, დღეს ქართველი ხალხი და ცივილიზებული სამყაროა.

ასეთი განცხადებები, მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან, უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, სამუშაო ადგილების გაჩენას და ეკონომიკის სწრაფ ზრდას შეუძლებელს ხდის", - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით, გუშინ, 3 იანვარს განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ს საელჩომ. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილებით "მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system