თავში

უსამართლო განცხადებაა, შეიცავს უზუსტობებს - კობახიძე

უსამართლო განცხადებაა, შეიცავს უზუსტობებს - კობახიძე
უსამართლო განცხადებაა, შეიცავს უზუსტობებს - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით უსამართლოს უწოდებს და ამტკიცებს, რომ მასში გარკვეული ფაქტობრივი უზუსტობებია.

როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, საელჩოსგან ბევრი მნიშვნელოვან საკითხზე რჩევაც მიუღია მმართველ გუნდს და შემდგომ ეს გაუთვალისწინებია, თუმცა ამ შემთხვევაში არასწორი განცხადება გავრცელდა.

"ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს 30 წლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება, ძალიან ხშირად ვიღებთ ხოლმე მათგან რჩევებს და რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ კიდეც ამ რჩევებს. არის ხოლმე სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან და ეს არის მორიგი მაგალითი.

სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არღვევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ არის ადამიანური შეცდომები, არასწორი ინფორმაცია და ა.შ. თუმცა ეს არ არის ახსნა და გამართლება. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოების სათანადო ინფორმირება მოვახდინოთ.

რაც შეეხება განცხადების შინაარსს, აქ არის არა ერთი უზუსტობა, ანუ, მთლიანობაში არის არასამართლიანი განცხადება, არის უზუსტობები, მათ შორის ფაქტობრივი უზუსტობები, ტექნიკური შეცდომები, რაც არის სამწუხარო და ეს ყველაფერი უნდა უკავშირდებოდეს ბუნებრივია, ადამიანურ შეცდომებს.

მათ შორის ის, რომ საუბარია სამსახურის გაუქმებაზე, რაც არის არასწორი, არავითარი სამსახური არ გაუქმებულა, სინამდვილეში მოხდა კონკრეტული სამსახურის გაყოფა ორ ნაწილად და არა თუ არ შემცირებულა კომპეტენციები, პირიქით, გაფართოვდა მთლიანობაში ამ სამსახურის უფლებამოსილებები. ეს არის აშკარად ფაქტობრივი შეცდომა, რომელიც არის დაშვებული,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით, გუშინ, 3 იანვარს განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ს საელჩომ. განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილებით "მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system