თავში

ანდრიუს კუბილიუსი: დიალოგმა უნდა მოიტანოს ხელშესახები შედეგი

ანდრიუს კუბილიუსი: დიალოგმა უნდა მოიტანოს ხელშესახები შედეგი
ანდრიუს კუბილიუსი: დიალოგმა უნდა მოიტანოს ხელშესახები შედეგი

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, ანდრიუს კუბილიუსი განცხადებით, სისტემა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. 

კუბილიუსი ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დიალოგს მიესალმება, თუმცა, აცხადებს, რომ მათ შორის შეთანხმების მიღწევაა საჭირო. მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, არჩევნები მეტად დაბალანსებული და პროპორციული იყოს.

„ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. ვფიქრობ, ყველაზე მეტად მნიშვნელვანია, რომ არჩევნები იყოს უფრო მეტად დაბალანსებული და პროპორციული. და ამისთვის საჭიროა, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევა. ახლა ჩვენ ვხედავთ ამისკენ საკმაოდ დიდ ტენდენციას. პრობლემები, რომლებიც შეიქმნა მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ, ან სულ მცირე ამ პარტიის ნაწილმა უარი თქვა დაპირების შესრულებაზე, ნამდვილად იყო ძალიან ცუდი სიგნალი. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ დიალოგი იძლევა ამ კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობას, თუმცა, რა თქმა უნდა, დიალოგმა უნდა მოიტანოს ხელშესახები შედეგი. ამისთვის იქნება საჭირო საარჩევნო კანონმდელობის გარკვეული მოდიფიცირება, არ ვიცი რა დრო დასჭირდება ამას, თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელივანი იქნება, შედეგები“ ,- განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system