თავში

აქციაზე სამი ადამიანი დაშავდა

აქციაზე სამი ადამიანი დაშავდა
აქციაზე სამი ადამიანი დაშავდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წუხელ გვიან ღამით, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სამმა მოქალაქემ. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

უწყების ცნობით, დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ.

სპეცრაზმი პარლამენტთან დილის 05:00 საათზე გამოჩნდა. მათ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელები დაატოვებინეს. გამოიყენეს წყლის ჭავლიც. რუსთაველის გამზირი მეეზოვეებმა გზა დაასუფთავეს. აღდგენილია საავტომობილო მოძრაობაც.

პარლამენტში დღეს ბიუროსა და პლენარული სხდომებია ჩანიშნული. აქციის მონაწილეებიის მიზანია, დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე 28 ადამიანი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system