თავში

ნათელაშვილი: რომ მოვკვდები 7% კიდევ კარგა ხანს მექნება

ნათელაშვილი: რომ მოვკვდები 7% კიდევ კარგა ხანს მექნება
ნათელაშვილი: რომ მოვკვდები 7% კიდევ კარგა ხანს მექნება

,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესი იყო, რომ მისი პარტია პარლამენტში არ შესულიყო.

ნათელაშვილის თქმით, ,,ლეიბორისტულ პარტიას" საპარლამენტო არჩევნებზე 7 პროცენტზე ნაკლები არ აუღია. 

,,ბიძინა ივანიშვილი პირადად ჩაუდგა სათავეში იმას, რომ ,,ლეიბორისტული პარტია" პარლამენტში არ შესულიყო. პირადად გასცა განკარგულება, რომ ჩვენთვის დაეწერათ 1%, რათა ეჩვენებინა ხალხისთვის, ხედავთ?- ქვეყანაში არც უმუშევრობაა, ცხოვრების დონე მაღალია, ბანკები სწორ პროცენტებს იძლევიან, ყველაფერი არის კარგად და ეს ნათელაშვილი და ,,ლეიბორისტული პარტია" ტყუის ყველაფერს, იგონებს, სიცრუეში ამყოფებს საზოგადოებას, არავის არაფერი უჭირს და აგერ, 1% ხმების მიიღეს, - ეს გააკეთა სპეციალურად. მე პირობას ვაძლევ ბიძინა ივანიშვილს და საარჩევნო კომისიის ყველა თავმჯდომარეს, ყველა დაჯდებით საბრალდებო სკამზე. თქვენ ხართ ნაძირლები და ქვეყნის მოღალატეები.

რომ მოვკვდები 7% კიდევ მექნება, კაი ხანი სიკვდილის შემდეგ, ეს იცოდეს ყველამ და დაახლოებით რამდენი ავიღეთ, არ ვიცი, 7-ზე ნაკლები რომ არ იყო, ეს ვიცი", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ,,რუსთავი2-ის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system