თავში

არჩევნები შედგა, არანაირი ლეგიტიმაციის საკითხი არ დგას - დავით ზალკალიანი

არჩევნები შედგა, არანაირი ლეგიტიმაციის საკითხი არ დ
არჩევნები შედგა, არანაირი ლეგიტიმაციის საკითხი არ დგას - დავით ზალკალიანი

"2020 წელს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული, ძირითადად თავისუფალ გარემოში ჩატარებული, სადაც დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება. ეს იყო ძალიან მკაფიო შეფასება. ჩვენ მოვისმინეთ შეფასება, როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს მხრიდან. ეს განცხადებები კეთდებოდა როგორც საჯაროდ, ისე შეხვედრებზე. ძალიან მარტივი არის ჩვენი საზოგადოებისთვის, ისევე როგორც ოპონენტებისთვის გადასამოწმებლად. რადგანაც, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ არჩევნები შედგა, არანაირი ლეგიტიმაციის საკითხი არ დგას", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის შესვლის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, არჩევნების ლეგიტიმურად ცნობაზე სრული კონსესუსი არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობაში. 

"არ არსებობს შემდგარი დემოკრატია შემდგარი პარლამენტის გარეშე. არ ასებობს დემოკრატია ისეთი პარლამენტის გარეშე, სადაც ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი მათ მიერ მიღებული მანდატების შესაბამისად მაშინ, როდესაც არჩევნების შედეგი არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

არავის ეჭვქვეშ არ დაუყენებია არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი და პირიქით, იყო მოთხოვნები ჩვენი ოპონენტების მიმართ, რომ შევიდნენ პარლამენტში, ყველა ის საკითხი, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდასთან განიხილება უნდა მოგვარდეს პარლამენტში", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system