თავში

არჩილ თალაკვაძის საგანგებო ბრიფინგი - რას სთავაზობს "ოცნება" ოპოზიციას?

არჩილ თალაკვაძის საგანგებო ბრიფინგი - რას სთავაზობს "ოცნება" ოპოზიციას?
არჩილ თალაკვაძის საგანგებო ბრიფინგი - რას სთავაზობს ოცნება ოპოზიციას?

"ქართული ოცნება" ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს. განცხადება ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მისი თქმით ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრისას მმართველმა გუნდმა კონკრეტული ინიციატივა დააყენა, რაც გულისხმობს მაჟორიტარული მანდატების 50-მდე შემცირებას.

„ვთავაზობთ ინიციატივას შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნოს სისტემა. თუმცა ორ მესამედამდე გავზარდოთ პროპორციული წილი ამ სისტემაში. ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს ნაცვლად 77-ს, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დიპლომატიურ კორპუსს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით პროპორციული სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების კენჭისყრა პარლამენტმა ჩააგდო, რამაც შექმნა გუნდის დაშლის საფრთხე, თუმცა მმართველმა გუნდმა შეძლო კომპრომისული ვარიანტის შემუშავება. 

"ვაზუსტებ - გუნდში მიღწეული კონსესუსი და იცით, რომ უმრავლესობის შიგნით იყო ორ სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა, გუნდში მიღწეული კონსესუსი ამჟამად არის ამ ცვლილების არა მხოლოდ 2020 წლის არჩევნებისთვის, ერთჯერადად, არამედ შემდგომი არჩევნებისთვისაც დემოკრატიული და დაბალანსებული სისტემით ჩატარების დაკანონებას.

ამასთანავე, გარწმუნებთ, აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა წარმატებით დასრულდეს, არჩევნები კი დემოკრატიულ, სამართლიან და თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს, რომელზეც ხალხი გადაწყვეტს, თუ ვის ანდობს ქვეყნის მომავალს და მართვის ძირითად პასუხისმგებლობას. ეს ჩვენ ვუთხარით დღეს ოპოზიციასაც"-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system