თავში

არჩილ თალაკვაძე: განმეორებითი არჩევნები ჩვენი მხრიდან არ განიხილება

არჩილ თალაკვაძე: განმეორებითი არჩევნები ჩვენი მხრიდან არ განიხილება
არჩილ თალაკვაძე: განმეორებითი არჩევნები ჩვენი მხრიდან არ განიხილება

"განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების გაჩერებას არ ვაპირებთ", - ეს განცხადება "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ Facebook-ის საშუალებით გააკეთა. 

მისი თქმით, დიალოგი და შეთანხმება შესაძლებელია, თუმცა ამისთვის ნებისყოფა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. 

"პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. სხვა საკითხებზე, კონსტიტუციის ფარგლებში, გვაქვს დიალოგი ოპოზიციასთან და შეთანხმება შესაძლებელია, თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას და ოპოზიციისგანაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, დესტრუქციული ელემენტებისგან თავისუფალ გარემოში.
გვსურს, ელჩებს კიდევ ერთხელ, გადავუხადოთ მადლობა დიალოგის მხარდაჭერისთვის", - განაცხადა თალაკვაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system