თავში

"ასეთ ბოდვებს არ უნდა ავყვეთ" - გია ვოლსკი

"ასეთ ბოდვებს არ უნდა ავყვეთ" - გია ვოლსკი
ასეთ ბოდვებს არ უნდა ავყვეთ - გია ვოლსკი

"სააკაშვილის დროს თუ რაიმე გაკეთდა, რაც პუტინის სტრატეგიულ გეგმებს შეესაბამებოდა, ყველაფერს ჰქვია სააკაშვილის სახელი", -ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილის განცხადება, იმის შესახებ, რომ სააკაშვილი პუტინის პატიმარია, უსაფუძვლოა.

"ასეთი სახის განცხადება არის არათუ უსაფუძვლო, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ნიშანსაც ატარებს, საკმაოდ უარყოფითს. თუ რაიმე გაკეთდა სააკაშვილის დროს, რაც პუტინის სტრატეგიულ გეგმებს შეესაბამებოდა, ყველაფერს ჰქვია სააკაშვილის სახელი. დაინგრა მოლაპარაკების ფორმატები, ის ფორმატები, რასაც ამერიკა და ევროკავშირი წლების მანძილზე ჩვენთან ერთად აშენებდნენ. დესტაბილიზაცია სწორედ ის გეგმაა, რაც რუსეთს აქვს. არ არსებობს არც ერთი სხვაობა ქმედებაში, რაც ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს. აქედან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ და ასეთ ბოდვებს არ ავყვეთ", – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. 

ნახეთ, რაზე ისაუბრეს ყოფილმა პრეზიდენტებმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system