თავში

გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა - რაზე ისაუბრეს ყოფილმა პრეზიდენტებმა

გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა - რაზე ისაუბრეს ყოფილმა პრეზიდენტებმა
გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა - რაზე ისაუბრეს ყოფილმა პრეზიდენტებმა

ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, ჩემთვის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, სადაც ის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

"ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, ჩემთვის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ ჩვენ, საქართველოში პუტინთან დაპირისპირებაში გამორჩეული პოლიტიკოსი გვყავს და რამდენიც არ უნდა გვქონდეს დაპირისპირებები წარსულში პუტინის უმთავრეს ინტერესშია, რომ ეს ადამიანი იყოს ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი, ეს არის ჩემი პირადი შეფასება" - განაცხადა მარგველაშვილმა. 

მან მიხეილ სააკაშვილთან 3-საათიანი შეხვედრის შინაარსზეც ისაუბრა და თქვა, რომ პირველ რიგში საუბარი ეხებოდა ურთულეს გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რომელიც ახლა საქართველოს წინაშე დგას და ამ პროცესში მნიშვნელოვანია ქვეყნის მთავარსარდლების პოზიცია.

"ჩვენ გვქონდა უაღრესად პროდუქტიული შეხვედრა და არის რამდენიმე საკითხი, რომელიც მინდა გავუზიარო ქართულ საზოგადოებას. ეს საკითხებია შემდეგი: პირველ რიგში შეხვედრის ძირითადი ნაწილი ვსაუბრობდით უსაფრთხოების იმ გარემოზე, რაც საქართველოს წინაშეა ამ დღეებში. დეტალურად გავუზიარეთ ერთმანეთს და მიმოვიხილეთ საქართველოს ირგვლივ შექმნილი გეოპოლიტიკურ მდგომარეობა, რომლის მთავარი აქტორი არის რუსეთი.

რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკა რეგიონში, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილისთვის და ჩვენთვის ყველასთვის ახლობელ უკრაინას, ავტომატურად სარკისებურად აისახება საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე. ამ ნაწილთან დაკავშირებით ვსაუბრობდით იმის თაობაზე რომ ჩვენი ვალია, როგორც ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტების და ყოფილი მთავარსარდლების, გავიზიაროთ ეს ღრმა შეშფოთება და ქალბატონ სალომესთან ერთად, ვიღვაწოთ იმ მიმართულებით, რომ რაღაც მომენტში მთელ ამ დაპირისპირებას რაც ჩვენს შორის არსებობს მძიმე გამოწვევა დაუდგეს წინ, სადაც ჩვენ ყველას უნდა გვქონდეს საფუძველი გაერთიანებისა." აცხადებს მარგველაშვილი

ამასთან, გიორგი მარგველაშვილს სავსებით შესაძლებლად მიაჩნია, სამი პრეზიდენტის შეხვედრა.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, ორივემ და გამოვხატეთ მზაობა და გამოვახატეთ მოწონება იმისა, რომ ბუნებრივად, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ახალი ფურცლის გადაშლაზე, ახალი ტრადიციის შექმნაზე, ახალი გამოწვევების მზადყოფნაზე, ბუნებრივი იქნებოდა, რომ ჩვენ აუცილებლად ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი და ამ სამი პრეზიდენტის ფორმატმა, ყველა თავისი განსხვავებულობის მიუხედავად, რა დამოკიდებულება გვაქვს სამივეს ერთმანეთის მიმართ, ქართველ ხალს, საზოგადოებას გაუგზავნოს გზავნილი, რომ საერთო დაპირისპირების და საერთო მტრის წინააღმდეგ ჩვენ ყოველთვის ვერთიანდებოდით და დღესაც ვიქნებით გაერთიანებული მიუხედავად იმისა, რომ შევინარჩუნებთ განსხვავებულობებს და შესაძლოა სხვადასხვა პოლიტიკურ პრეფერენციებს", - თქვა გიორგი მარგველაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system