თავში

აშშ-ში ლიბერალურ დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება - ბოკერია

აშშ-ში ლიბერალურ დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება - ბოკერია
აშშ-ში ლიბერალურ დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება - ბოკერია

,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, აშშ არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი და დემოკრატიული ტრადიცია და ინსტიტუტები იმდენად მყარია იქ, რომ ლიბერალურ დემოკრატიას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

ბოკერიამ ასევე დამშვიდებისაკენ მოუწოდა იმ ადამიანებს, ვინც პუტინისა და შავრაზმულ პროპაგანდას არის აყოლილი.

ბოკერიას თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ დარჩება თავისუფალი სამყაროს ლიდერად და ყველა შემთხვევაში იქნება ქართველი ხალხისა და თავისუფლების მხარდამჭერი.

„მინდა გამოვეხმაურო იმ ნებით თუ უნებლიედ, სიბრიყვით, ნიანგის ცრემლებით თუ გულწრფელი განცდების გამო აღელვებულ იმ ხალხს, ვინც ამ პუტინის პროპაგანდას და შავრაზმულ პროპაგანდას არის აყოლილი და დავამშვიდო ის, ვინც გულწრფელად ღელავს, რომ შეერთებული შტატები არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი და დემოკრატიული ტრადიცია და ინსტიტუტები იმდენად ძლიერია იქ, რომ ლიბერალურ დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება შეერთებულ შტატებში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანა, რომ ის დარჩება თავისუფალი სამყაროს ლიდერად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩება ყველა შემთხვევაში საქართველოს, ქართველი ხალხისა და თავისუფლების მხარდამჭერად.“ - განაცხადა ბოკერიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system