თავში

აშშ-ის საელჩომ თქვა ზუსტად ის, რის გამოც მხარი არ დავუჭირეთ ცვლილებებს - გახარიას გუნდი

აშშ-ის საელჩომ თქვა ზუსტად ის, რის გამოც მხარი არ დავუჭირეთ ცვლილებებს - გახარიას გუნდი
აშშ-ის საელჩომ თქვა ზუსტად ის, რის გამოც მხარი არ დავუჭირეთ ცვლილებებს - გახარიას გუნდი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრი, პარლამენტარი ანა ბუჩუკური  აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გახარიას გუნდისა და აშშ-ის საელჩოს შენიშვნები ერთმანეთს ემთხვევა.

"აშშ-ს საელჩომ თქვა ზუსტად ის, რის გამოც გახარიას გუნდმა მხარი არ დავუჭირეთ ამ ცვლილებებს. სრულიად ლოგიკურია ასეთი კრიტიკული შეფასება მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" დაჩქარებული წესით, ფართო კონსესუსის თუ ჩართულობის და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მიიღო ცვლილებები.

რა თქმა უნდა, ამ ფორმით და მითუმეტეს არსებულ პოლარიზებულ გარემოში ცვლილებების განხორციელება კოდექსში, რომელიც უკვე აღიარებული ფაქტია, რომ უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს, აჩენს ბუნებრივ კითხვებს ცვლილებების მიზნებთან დაკავშირებით.

სწორედ ამიტომ არ დაუჭირა ჩვენმა გუნდმა მხარი ამ საკანონმდებლო ინიციატივას. მიგვაჩნია, რომ ასეთი ცვლილებები უფლებამოსილების გადამეტების რისკების გადაზღვევის გარეშე და მითუმეტეს ნაჩქარევად არ უნდა ხორციელდებოდეს.

კარგი იქნება თუ ოპოზიცია სხვა დროს მეტი ყურადღებით მოეკიდება ამგვარ საკითხებს,"- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ადმინისტრაციული კოდექსის კანონმდებლობის შესახებ განცხადება გაავრცელა.

როგორც დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო იმედგაცუებულნი არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system