თავში

პრეზიდენტი უგულავაზე: მე თუ ჩავთვლი, შეწყალების აქტი მიღებული იქნება

პრეზიდენტი უგულავაზე: მე თუ ჩავთვლი, შეწყალების აქტი მიღებული იქნება
პრეზიდენტი უგულავაზე: მე თუ ჩავთვლი, შეწყალების აქტი მიღებული იქნება

თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება მიღებული შეწყალების აქტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

,,ყველა მოთხოვნას წავიკითხავ, ვნახავ გავეცნობი. თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება მიღებული შეწყალების აქტი. არ არსებობს, ამ ქვეყანაში ცალკე ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები. ყველა მოქალაქისთვის არის იგივე რეგულაცია და ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მიმართოს პრეზიდენტს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, 2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, 8 მარტს გამართულ შეხვედრაზე, ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე და ერთპროცენტიან ბარიერზე შეთანხმდა. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია მთავრობის ერთპარტიულ დაკომპლექტებას ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, გუშინ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებით, ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ საპატიმრო პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე უნდა დატოვოს.

10 თებერვალს, თბილისის ყოფილ მერს უზენაესმა სასამართლომ 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system