თავში

აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ - ღარიბაშვილი

აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ - ღარიბაშვილი
აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ - ღარიბაშვილი

„პირველი გეტყვით, რომ ეს იყო აბსოლუტურად ჩემი ინიციატივა, იმიტომ, რომ ჯერ ჩავედი პრეზიდენტ ალიევთან, მე მინდა ღრმა პატივისცემა გამოვხატო მის მიმართ, აზერბაიჯანელებს ჰყავთ ბრძენი ლიდერი, რომელიც ზრუნავს საკუთარი ქვეყნის განვითარებასა და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე. მქონდა საუბარი და იქ დაიბადა ეს იდეა,”- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმ ჰუმანიტარული აქტის შესახებ ისაუბრა, რომლის დროსაც ქართული მხარის შუამავლობით, სომეხი ტყვეების გათავისუფლება მოხდა და რომლებიც საკუთარ ოჯახებს თბილისის გავლით დაუბრუნდნენ.

მან კმაყოფილება გამოხატა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს მიერ მიღწეული ჰუმანიტარული შეთანხმების გამო.

"მე მადლიერი და მოხარული ვარ, რომ პირველი პრეცედენტი შეიქმნა ბოლო 30 წლის განმავლობაში, როდესაც საქართველომ შესძლო წარმატებული მედიაცია და შუამავლის როლი შეასრულა ორ ქვეყანას შორის," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system