თავში

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში იფთარი მოეწყო

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში იფთარი მოეწყო
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში იფთარი მოეწყო

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში იფთარი მოეწყო. ღონისძიება გაიხსნა წმინდა ყურანის ლექსების წაკითხვით და იფთარის ლოცვით. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი მიესალმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რელიგიურ მოღვაწეებსა და სხვა სტუმრებს. 

როგორც საელჩოში გამართულ იფთარის შეხვედრაზე აღინიშნა, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის, ასევე მუსლიმებისა და ქრისტიანების წარმომადგენლების მეგობრული, ურთიერთპატივისცემა და თანაგრძნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნებს შორის ისტორიულად ურყევი მეგობრობისა და ძმობის კავშირის ნათელი მაგალითი.

ელჩის თქმით,  აზერბაიჯანის რესპუბლიკა ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდა მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას, ითქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი  ტრადიციულ ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ სტიმულს მისცემს.

ამასთან, ითქვა ისიც, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ორივე ქვეყნის მიერ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვა ჩვენი ქვეყნების გამაერთიანებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია. 44-დღიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენამ ახალი ხელსაყრელი პირობები შეუქმნა არა მხოლოდ აზერბაიჯანს, არამედ, მთელს რეგიონს, მათ შორის, საქართველოს. 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობას და ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანში ბოლოდროინდელი ვიზიტის მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა ისტორიულად შეინარჩუნეს თავიანთი ტრადიციები და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნის კულტურულ მრავალფეროვნებაში, აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა  ყოველთვის ქმნიდა ამისთვის პირობებს.

როგორც შეხვედრისას ითქვა, ქართველი ხალხი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იცავდნენ მთავარ ღირებულებებს, რაც აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს აერთიანებს და რომ ძლიერი მეგობრული ურთიერთობისა და ურთიერთპატივისცემის მაგალითია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და კავკასიის მუსლიმთა ოფისის თავმჯდომარეს შეიხ ულ-ისლამ ჰაჯი ალაჰშუქურ ფაშაზადეს შორის არსებული ურთიერთობა. 

იფთარის ვახშამზე მოწვეულები იყვნენ საქართველოს რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, საქართველოში თურქეთის საელჩოს მრჩეველი რელიგიის საკითხებში აჰმედ ერდემი, კავკასიის მუსულმანთა სამმართველოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ჰაჯი ალი ალიევი,სრულიად საქართველოს მუსულმანთა სამმართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი, ამავე უწყების აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ჰაჯი ეთიბარ ემინოვი და სხვა თანამშრომლები, სრულიად საქართველოს მუსულმანთა უმაღლესი რელიგიური საბჭოს თავმჯდომარე მირტაგი ასადოვი, საქართველოს აჰლი-ბეიტის საზოგადოების თავმჯდომარე ჰაჯი რასიმ მამედოვი, ალულ-ბეიტის ცენტრი თავმჯდომარე ჰაჯი ფაიგ ნაბიევი, მარნეულის მთავარი ახუნდი ჰაჯი აზიზ ნაბიევის,მარნეულის იმამ ალის მეჩეთის ახუნდი ჰაჯი ჰაჯიევი და აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system