თავში

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს უსამძიმრებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი შატილის გზაზე მომხდარი
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს უსამძიმრებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

"დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ძალიან სამწუხაროა. სამძიმარს ვუცხადებთ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა მეგობარ ქართველებს!“ - წერს სოციალურ ქსელში ჯეიჰუნ ბაირამოვი.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system