თავში

ბაქოში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

​ბაქოში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა
ბაქოში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 18 თებერვალს ბაქოს ეწვევა.

ის მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მე-9 შეხვედრაში, რომელიც ბაქოში გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი ასევე პირისპირ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან - ჯეიჰუნ ბაირამოვსა და მევლუთ ჩავუშოღლუსთან.

ამ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრა თბილისში 2019 წლის დეკემბერში გაიმართა. მაშინ საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ მორიგი შეხვედრა ბაქოში ჩატარდებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system