თავში

ბათუმის ინციდენტს არ მივესალმებით - ჩიხლაძე

ბათუმის ინციდენტს არ მივესალმებით - ჩიხლაძე
ბათუმის ინციდენტს არ მივესალმებით - ჩიხლაძე

"რაც ბათუმში მოხდა, რა თქმა უნდა, ეს არ იყო ლამაზი სანახავი და არ მივესალმები", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბათუშმი ადამიანები უკვე 3 თვეა ქუჩაში დგანან და პროტესტს გამოხადავენ და ამ პროცესში, გარკვეული გადაცდომები შესაძლოა მოხდეს, რომელსაც ისინი არ მიესალმებიან. 

"ჩვენ, როგორც პოლიტიკოსები, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, მივესალმოთ ასეთ გამოხატულებას და ეს არ არის ის პოლიტიკური სტანდარტი, რომელიც შეიძლება, დავამკვიდროთ. მაგრამ ასევე აღსანიშნავია ის გაზრდილი პროტესტი, უკმაყოფილება, რაც ადამიანებში არის. ეს ადამიანები სამი თვე დგანან ქუჩაში, აპროტესტებენ და შესაბამისად, შესაძლებელია, გარკვეული გადაცდომები იყოს, რომლებსაც ჩვენ არ მივესალმებით. თუმცა, ეს არის გამოხატულება იმ უკანონობაზე, იმ ამორალურობაზე, თუნდაც იმაზე, რაც ამ კონკრეტულმა ადამიანმა ჩვენი გადასახედით ჩაიდინა. არ არის ლამაზი სანახავი და არავის მოვუწოდებ, მსგავსი მეთოდებით იმოქმედოს. იმავეს ვამბობთ ელისაშვილთან მიმართებით, არც გავკიცხავთ, შევიდეს-არ შევიდეს მისი გზა არის, რა თქმა უნდა, არ მივალ და ნაგავს არ დავაყრი თავზე. ეს არის პოლიტიკოსის პოზიცია. თუმცა, ისინი სამოქალაქო აქტივისტები არიან, ზოგი ახალგაზრდაა, ზოგი სამი თვეა ქუჩაში დგას და შესაბამისად, ეს მათი პოზიციაა, რომელსაც მე არ ვიზიარებ", – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, ბათუმის ბულვარში გამართულ საპროტესტო აქციაზე მისულ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს, აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად თავზე ნაგავი დააყარეს და შეძახილებით "მონა", "მოღალატე" დაატოვებინეს ტერიტორია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system