თავში

ბერძენიშვილი: 20 ივნისის თაობაა ახლა მთავარი ქვეყანაში

ბერძენიშვილი: 20 ივნისის თაობაა ახლა მთავარი ქვეყანაში
ბერძენიშვილი: 20 ივნისის თაობაა ახლა მთავარი ქვეყანაში

,,ჩვენ ვართ ახლა მხარდამჭერები იმ ადამიანების, ვინც 20 ივნისის ფენომენი შექმნა საქართველოში",- ამის შესახებ ,,რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაწყებამდე, report.ge-სთან განაცხადა. 

,,ერთი წელი გავიდა იმ მოვლენებიდან, 20 ივნისის თაობაა ახლა მთავარი თაობა ქვეყანაში, ეს აღიარებულია უკვე, ყველა ასაკის, პროფესიის ქართველების მხრიდან, ვვარაუდობ, რომ ერთის მხრივ, არც წარსულში დაბრუნება გვინდა და არც წარსულის დაბრუნება, და მეორე მხრივ, სწორედ პროგრესზე ორიენტირებული კვალიფიციური უმცირესობა ქმნის მომავალს და ეს უმცირესობა დროთა განმავლობაში გახდება უმრავლესობა. ჩვენ ვართ ახლა მხარდამჭერები იმ ადამიანების, ვინც 20 ივნისის ფენომენი შექმნა საქართველოში", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა report.ge-სთან საუბარში.

მისივე თქმით, 20 ივნისის მოვლენების გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

,,ხელისუფლებამ თქვა, რომ ზურგით ვდგარვართ თქვენთან, არ მაინტერესებთო, მეორეხარისხოვანია ვინ გასცა ბრძანება, ვინ დაასახიჩრა ხალხიო - ეს თქვა გახარიამ და ისაა დღეს ბიძინა ივანიშვილის მთავარი ვეზირი. ვანო მერაბიშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და არჩევნების წინ პრემიერ-მინისტრიც და 7 ნოემბრის გამო, მას მოუხდა მძიმე წლების გატარება ცუდ ადგილებში, მე ვფიქრობ, რომ გახარია იმეორებს ამ ხაზს და მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის ალბათობა არის მაღალი", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია "ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" რამდენიმე წუთში დაიწყება. აქცია 20 ივნისის მოვლენების წლისთავს უკავშირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system