თავში

ბიძინა ივანიშვილმა პუტინს საახალწლო საჩუქარი გაუკეთა - ლევან ხაბეიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა პუტინს საახალწლო საჩუქარი გაუკეთა - ლევან ხაბეიშვილი
ბიძინა ივანიშვილმა პუტინს საახალწლო საჩუქარი გაუკეთა - ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, რომელიც მან რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად შეასრულა. 

ხაბეიშვილის თქმით, ამით ვლადიმერ პუტინს საახალწლოდ საჩუქარი გაუკეთეს.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად, საჩუქარი გაუკეთეს პუტინს ახალ წელს, სააკაშვილი უნდა შეახვედრონ ნებისმიერ ფასად ციხეში, ეს იყო მათი დავალება, რასაც პატარა რუსი კაცუნები - ბრეგაძეები, ღარიბაშვილები, ვოლსკები, მდინარაძეები და კობახიძეები ასრულებენ, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელი არიან. მკვლელობაზე წამსვლელი ხალხი არიან, რომლებსაც შეუძლიათ ფეხებზე დაიკიდონ ადამიანის ჯანმრთელობა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გვაინ ღამით გადაიყვანეს.

მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხის ეზოში სააკაშვილის ადვოკატებმა, ენმ-ის წევრებმა და აქტივისტებმა დაიწყეს შეკრება, ტერიტორიაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system