თავში

ბოიკოტის რეჟიმში საბიუჯეტო დაფინანსების მიღება ნონსენსია - ჯაფარიძე

ბოიკოტის რეჟიმში საბიუჯეტო დაფინანსების მიღება ნონსენსია - ჯაფარიძე
ბოიკოტის რეჟიმში საბიუჯეტო დაფინანსების მიღება ნონსენსია - ჯაფარიძე

პარტიას რესურსი სჭირდება, ამიტომ საბიუჯეტო დაფინანსების აღება მოსულა ბოიკოტის რეჟიმში - არის ნონსენსი, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჯაფარიძე Facebook-ზე წერს, თუ ოპოზიციური პარტიები ასე მოიქცევიან მაშინ უნდა დააკონკრეტონ ბოიკოტში რას გულისხმობენ. 

"პარტიას რესურსი სჭირდება, ამიტომ საბიუჯეტო დაფინანსების აღება მოსულა ბოიკოტის რეჟიმში - არის ნონსენსი. მაშინ დავაკონკრეტოთ რას ვგულისხმობთ ბოიკოტში. 

პარლამენტარის ხელფასი რესურსი არ არის? პარლამენტარის თანაშემწის ხელფასი რესურსი არ არის? საპარლამენტო დელეგაციებში ადგილები, მივლინებები და საერთაშორისო კონტაქტების გაჩენა/გამყარება? სადეპუტატო იმუნიტეტი? პარლამენტარების ოთახები?მაშინ ვთქვათ რომ ბოიკოტი გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილოებაზე უარის თქმას. ანუ, საკომიტეტო სხდომებსა და სესიებზე არ დასწრებას, ხოლო ყველაფერი დანარჩენი მოსულა, რადგან "პარტიას რესურსები სჭირდება, ბიძინაა დასამარცხებელი".პ. ს. ეს ისე, სიცხადისთვის. "გირჩი" მაინც არ იზამს არცერთს თუ ბოიკოტი ძალაში დარჩა", - წერს ჯაფარიძე. 

ცნობისთვის, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების თაობაზე ცესკო-ში განაცხადი 9 პარტიამ შეიტანა. დაფინანსების მსურველნი არიან: “ქართული ოცნება“, “ევროპული საქართველო“, “ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში შემავალი: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “პროგრესი და თავისუფლება“, “რესპუბლიკური პარტია“ და “ევროპელი დემოკრატები“; ასევე, “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ და “კანონი და სამართალი“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system