თავში

ჩანაწერებმა მორალური კლიმატი შეცვალა - გედევან ფოფხაძე

ჩანაწერებმა მორალური კლიმატი შეცვალა - გედევან ფოფხაძე

კაცი, რომელიც ბერასგან შეკვეთებს იღებს, პოლიტიკაში როგორ იმოქმედოს და რა უნდა გააკეთოს, ის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მხარე როგორ უნდა იყოს, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

ფოფხაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნა, რაიმე დადებით შედეგს გამორიცხავს და ფარული ჩანაწერების გავრცელებით გამოწვეული ვითარება, აუცილებლად აისახება ამ პროცესზე. 

"ცალსახაა, რომ ჩანაწერებმა არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში გარკვეული მორალური კლიმატი შეცვალა, ამიტომ, ეს მოლაპარაკებებზეც აისახება. ვინმეს ეს მოსწონს თუ არა, რეალობაა, რომ იქითა მხარე არ წარმოადგენს პოლიტიკურ სუბიექტს, არ არის პოლიტიკური მხარე, არამედ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც მძევლად ჰყავს საზოგადოება აყვანილი და ძალის ენით ელაპარაკება. ამიტომ, მოლაპარაკებების პროცესში ამ რეალობის არგათვალისწინება სწორი არ იქნება. მოლაპარაკეები, უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ამ გარემოების გათვალისწინებით, მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნა მოლაპარაკებების მაგიდასთან, მოლაპარაკებების პროცესში მეტ-ნაკლებად რაიმე შედეგს გამორიცხავს. გასაგებია, რომ მასაც არ უნდა არანაირი მოლაპარაკება. კაცი, რომელიც ბერასგან შეკვეთებს ღებულობს, პოლიტიკაში როგორ იმოქმედოს და რა უნდა გააკეთოს, ის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მხარე როგორ უნდა იყოს", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ცნობისთვის, 6 მარტს, "ტვ პირველმა" ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი გაასაჯაროვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system