თავში

ჩავატაროთ სამაგალითო მეორე ტურის არჩევნები - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩავატაროთ სამაგალითო მეორე ტურის არჩევნები - ირაკლი ღარიბაშვილი
ჩავატაროთ სამაგალითო მეორე ტურის არჩევნები - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო. მისი თქმით, ამ არჩევნების მიზანია საქართველოში სტაბილურობა განატირებული იყოს და შენარჩუნდეს მშვიდი მდგომარეობა. 

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს უახლოეს წარსულზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დროა ქვეყანაჩი ჩატარდეს სამაგალითო მეორე ტურის არჩევნები. 

"ბოლო 30 წლის განმავლობაში გავიარეთ არაერთი არეულობა, მძიმე შეცდომა ჩავიდინეთ ჩვენ ყველამ, ჩვენმა საზოგადოებამ. 

გვქონდა სამოქალაქო დაპირისპირება, ომები, ათასი უბედურება, მათ შორის დიქტატორის გამოცდილებაც მივიღეთ და შედეგად მივიღეთ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, მათ შორის ტერიტორიების დაკარგვა, ოკუპაცია, ადამიანების ჩაგვრა, წამება და უამრავი უბედურება. 

აქედან გამომდინარე, მე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ „ქართული ოცნების" მმართველობა ის იშვიათი გამონაკლისია, როცა ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია არც ომი, არც არეულობა, არც რაიმე კონფლიქტი, გარდა შიდა დესტაბილიზაციის მცდელობისა, რომელიც მომდინარეობს მხოლოდ ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან- ეს არის „ნაციონალური მოძრაობა". 

რეალურად, რა თქმა უნდა, ერთადერთი დესტაბილიზაციის წყარო არის სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი. შესაბამისად, მინდა ჩვენს ამომრჩეველს და მოსახლეობას ვუთხრა, რომ აბსოლუტურად მშვიდად უნდა ვიყოთ ყველა, სიტუაცია არის სრულად კონტროლის ქვეშ, კიდევ ერთხელ ჩავატაროთ სამაგალითო მეორე ტურის არჩევნები და ამით რეალურად ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system