თავში

ჩემი სურვილი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა - ნიკა მელია

ჩემი სურვილი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილმა
ჩემი სურვილი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა - ნიკა მელია

თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არჩევნების დღევანდელი წინასწარი შედეგებით, ოპოზიციამ პრინციპულად არჩევნები მოიგო. ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. 

"ჩემი სურვილი იქნებოდა, ახლა, როდესაც ოპოზიცია არის გამარჯვებული, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა. 

რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაიარა მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის როგორც თავდადებული ქართველის თავდადებამ დარწმუნებული ვარ, ახლა ის გვიყურებს და მინდა აქედან მივესალმო მას დიდი პატივისცემით. ვუსურვო მას ჯანმრთელობა, ხვალ, როდესაც უკვე შემაჯამებელი ოქმები შედგება და გამოცხადდება ოპოზიციური კანდიდატები გამარჯვებულად, მე მასთან ციხეში შესვლის შესაძლებლობა არ მაქვს, მაგრამ ჩემი სურვილი იქნებოდა, ახლა როდესაც ოპოზიცია არის გამარჯვებული, მან შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან იგი გვჭირდება ჯანმრთელი და ცოცხალი ადამიანი", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system