თავში

ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა იყო ჩემთვის ბოლო წვეთი - ლევან ვასაძე

ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა იყო ჩემთვის ბოლო წვეთი - ლევან ვასაძე
ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა იყო ჩემთვის ბოლო წვეთი - ლევან ვასაძე

ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების მიღებაში ბოლო წვეთი "დანიელსონის დოკუმენტი" იყო.

მისი თქმით, გარკვეული ნაბიჯები რაც ამ დოკუმენტშია გაწერილი, ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფაა. 

"ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა იყო ჩემთვის ბოლო წვეთი, რომ ეს ჩემთვის ნამდვილად არასასურველი და მძიმე ნაბიჯი გადამედგა და ბოლო წვეთი იყო დანიელსონის დოკუმენტად ცნობილ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა როგორც ქართული ოცნების, ისე გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან. ამ დოკუმენტში გარდა ძალიან მძიმე გადაწყვეტილებებისა, დამნაშავეების ციხიდან კანონის დარღვევით გამოშვებისა, მოხდა ქვეყნისთვის კიდევ ურო დამაზიანებელი რამ, ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა", - დასძინა ლევან ვასაძემ.

ცნობისთვის, ლევან ვასაძემ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შესახებ დღეს განაცხადა. მის ორგანიზაციას "ერი" ერქმევა, ხოლო მისი სლოგანი იქნება "ერთობა, რაობა, იმედი".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system