თავში

"ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, უკვე გადაყვანილი მეყოლებოდა" - "ოცნების" დეპუტატი

"ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, უკვე გადაყვანილი მეყოლებოდა" - "ოცნების" დეპუტატი
ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, უკვე გადაყვანილი მეყოლებოდა - ოცნების დეპუტატი

"ქართული ოცნების" დეპუტატი მაია მენაღარიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, მასზე რომ იყოს დამოკიდებული მესამე პრეზიდენტი აქამდე გადაყვანილი ეყოლებოდა.

"ჩემი აზრია, რომ უნდა გადაიყვანონ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენადაც ვიცი, ძალიან კარგად უვლიან, ამის მიუხედავად უნდა გადაიყვანონ. როდესაც ასეთი უნდობლობა არსებობს და ამდენი ეჭვი, უნდა გადაიყვანონ. ჩემზე რომ იყოს დამოიკიდებული, მე უკვე გადაყვანილი მეყოლებოდა, სხვათაშორის, გერმანიაში წავიყვანდი. ზუსტად ვიცი, რომ "ქართული ოცნების" ინტერესშია, ის იყოს კარგად და ჯანმრთელად", - განაცხადა დეპუტატმა.

ცნობისთვის, 18 ნოემბრის საღამოს, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 50-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system