თავში

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს - განახლებულია

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს
ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს - განახლებულია

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს. დეპუტატებმა კენჭი "ქართული ოცნების" წევრს ჯუმბერ იზორიას და პარტია "საქართველოსთვის" წევრს შოთა წურწუმიას უყარეს. 

13 ხმა ჯუმბერ იზორიამ, 12 შოთა წურწუმიამ მიიღო, ერთი ბიულეტინი ბათილი აღმოჩნდა.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნების" კანდიდატს მხარი ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც დაუჭირა, თუმცა კონკრეტულად რომელი პარტიის წარმომადგენელმა, უცნობია, რადგან კენჭისყრა ფარული პრინციპით ჩატარდა.

ჯუმბერ იზორიას კანდიდატურას დეპუტატები ხელახლა უყრიან კენჭს, რადგან თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ყველაზე მეტი ხმების მიმღებ კანდიდატს, ხელახლა უნდა უყარონ კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები.

განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს ენმ. კენჭისყრაში მონაწილეობას მიღებას არც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრები გეგმავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კვორუმი ვერ შედგება. შესაბამისად, შესაძლოა დღეს განმეორებითი კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგეს. თავმჯდომარის არჩევას 14 წევრის მხარდაჭერა სჭირდება. 

ჩხოროწყუს ახალი მოწვევის საკრებულოს სულ 27 დეპუტატი ჰყავს. მანდატები ასეა გადანაწილებული: "ქართული ოცნება" 12 მანდატი, "ერთიანი ნაციონლური მოძრაობა" 7, პარტია "საქართველოსთვის" 7, "ლელო" 1.

განახლება: კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა 1 კვირით გადაიდო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system