თავში

ჩუგოშვილი, ქაცარავა, ცქიტიშვილი ... - "ქართული ოცნების" დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

ჩუგოშვილი, ქაცარავა, ცქიტიშვილი ... - "ქართული ოცნების" დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
ჩუგოშვილი, ქაცარავა, ცქიტიშვილი ... - ქართული ოცნების დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიაშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ და ზაზა ხუციშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.  ამის შესახებ განცხადება დეპუტატებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. 

ჩვენ არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ, როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის საკითხი არის მძიმე საკითხი, რომელზეც მე და ჩემი კოლეგები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა,  თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა დღევს, პლენარულ სხდომაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო.

პირველ ცდაზე, რეგისტრაცია 138-მა დეპუტატმა გაიარა, განმეორებით რეგისტრაციაზე კი — 139 დეპუტატი დაფიქსირდა, მესამე მცდელობაზე — 141. ცვლილებების მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system