თავში

ჩვენ კიდევ ერთი გამარჯვება გვაქვს - ვაშაძე

​ჩვენ კიდევ ერთი გამარჯვება გვაქვს - ვაშაძე
ჩვენ  კიდევ ერთი გამარჯვება გვაქვს - ვაშაძე

ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი გამარჯვება - ნიკა მელია თავისუფალია, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ვაშაძე წერს, საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და მალე ყველა ერთად გავიმარჯვებთ. 

"მადლობა ჩვენს დასავლელ მეგობრებს მხარდაჭერისთვის! მადლობა ყველა ხელის მომწერ პარტიას და ლიდერს ამ პასუხისმგებლობისა და გამბედაობისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენი სჯეროდა და გვერდში გვედგა ამ ბრძოლაში! ბრძოლა ცვლილებებისთვის, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ჯერ არ დასრულებულა და მჯერა, სულ მალე ყველა ერთად გავიმარჯვებთ", - წერს გიორგი ვაშაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს მოთხოვნის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system