თავში

ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმი, რომელსაც ოპონენტები 43%-იან ბარიერს უკავშირებდნენ - ირაკლი კობახიძე

ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმი, რომელსაც ოპონენტ
ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმი, რომელსაც ოპონენტები 43%-იან ბარიერს უკავშირებდნენ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა პარტიამ არჩევნები ყველა მიმართულებით მოიგო. მან მუნიციპალური თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, "რეფერენდუმი", რომელსაც ოპოზიცია ითხოვდა, მოგებულია. 

"ქართულმა ოცნებამ" მერის არჩევნები მოიგო 64-დან 63 მუნიციპალიტეტში, რითაც ჩვენ გავაუმჯობესეთ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი.

ჩვენს პარტიას მყარი უმრავლესობა აქვს თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში. რამდენიმე საკრებულოში, სადაც "ქართულ ოცნებას" ერთპარტიული უმრავლესობა არა აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება. ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია წარმატებით.

ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ე.წ. 43%-იან ბარიერს უკავშირებდნენ. როგორც მოგეხსენებათ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების პირველ ტურში ხმების 47% მიიღო.

გარდა ამისა, ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმის მეორე ტურიც, სადაც ამომრჩეველთა ხმების 55% მივიღეთ.

მთლიანობაში "ქართულმა ოცნებამ" ეს არჩევნები მოიგო მის ყველა ასპექტში. ჩვენ პრაქტიკულად გავიმეორეთ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგი და ეს შევძელით ძალიან რთული პროცესების ფონზე რომლებიც გასული 1 წლის მანძილზე გამოვიარეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system