თავში

ჩვენი გზები გაიყო - ბოკერია

ჩვენი გზები გაიყო - ბოკერია
ჩვენი გზები გაიყო - ბოკერია

ამ საკითხზე თითქმის ერთსულოვნად პარტიის პოზიცია არის, რომ ევროპულმა საქართველომ ამ პოლიტიკურად არალეგიტიმურ პარლამენტში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რადგან პოლიტიკურად, ევროპული საქართველო იმ ორ მანდატს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არ გამოიყენებს - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან პარტიის წევრის, ტარიელ ნაკაშიძის გადაწყვეტილებაც შეაფასა. 

"სამწუხაროდ, ბატონ ტარიელ ნაკაიძესთან ამ საკითხში გვქონდა განსხვავებული აზრი, ტარიელ ნაკაიძეს მადლობა მინდა ვუთხრა, რომ მას ჰქონდა სურვილი, რომ ჩვენი პარტიის სახელით ყოფილიყო პარლამენტში წარმოდგენილი, უფრო მეტიც, ის სრულად ემორჩილებოდა იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენ პარტიის შიგნით გვქონდა, რომ თუ ჩვენ შევიდოდით პარლამენტში და აღდგებოდა სიები, ის კონკურენციის წესით სხვა ადამიანს დაუთმობდა თავის ადგილს, მაგრამ ჩვენ რახან პარტიულად, პოლიტიკურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პარლამენტში არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენი პოლიტიკური გზები ამ მომენტში, ამ საკითხზე გაიყო და ის არ წარმოადგენს ევროპულ საქართველოს ამ პარლამენტში, ხოლო იმ ერთ მანდატს, რომელიც ჩვენ ელენე ხოშტარიას პრინციპული პოზიციის გამო გვაქვს, არ გამოვიყენებთ.

ევროპული საქართველოს პოზიცია რჩება მყარი, ჩვენ არ არ ვწყვეტთ ბოიკოტს და არ ვცვლით ჩვენ პოზიციას ამ პოლიტიკურად არალეგიტიმური პარლამენტის მიმართ.“ - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ტარიელ ნაკაიძემ "ევროპული საქართველო" დატოვა და პარლამენტში შედის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system