თავში

დაავალეს ეგინებინათ პატარა ბერა, რომ როგორმე გამოეყვანათ წყობილებიდან - ვოლსკი

დაავალეს ეგინებინათ პატარა ბერა, რომ როგორმე გამოეყვანათ წყობილებიდა
დაავალეს ეგინებინათ პატარა ბერა, რომ როგორმე გამოეყვანათ წყობილებიდან - ვოლსკი

"ნაცებს არ მოსწონთ ის შედეგი, რაც მივიღეთ არჩევნებით, ახლა ხან არასრულწლოვანი ბერას თემას შემოაგდებენ, ხან ვითომ პრემიერი როგორ უნდა მივიდეს მაგიდასთან, გეგონება გადაწყვეტილია, რომ პრემიერმა უნდა იაროს მოლაპარაკებებზე" - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად, გარდა ულტიმატუმისა, რომელიც მისივე შეფასებით სააკაშვილმა შეუკვეთა,  პოლიტიკურ სუბიექტებს ხელთ არაფერი აქვთ

"ყველამ ყველაფერი კარგად იცის. დაავალეს მაშინ ეგინებინათ პატარა ბერა, რომ როგორმე გამოეყვანათ წყობილებიდან. არავის არაფერი, არც დასჯილა და არაფერი შედეგი ამას არ მოუტანია რაიმე ვინმესთვის ცუდი. დღეს დავალება აქვთ, რომ ისევ აგინონ ბერას მას შემდეგ რაც ოჯახი ჰყავს, ბავშვი გაუჩნდა, იქნებ ისევ კიდევ რაღაცა მოიგონონ და არიონ სიტუაცია. ისევ დავალებული აქვთ, რომ მოიგონონ, როგორ ჩაუჯდა ვინმე მანქანაში. ასეც რომ იყოს, ვთქვათ, და უთხრას ვიღაცამ დაცვის წევრს და მოსინჯოს, ნახოს, არის თუ არა საფრთხის შემცველი, იმ ადამიანის გინება და მუქარა, ვინც ეს კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა და დანაშაულია, რომ არასრულწლოვანს ვინმემ მოუსმინა. ეს რომ მოიკვლიოს და არავის არაფერი დაუშავდეს განსხვავებით იმისა, როგორ ხოცეს ახალგაზრდები ქუჩაში. დღეს ახალგაზრდების გამოყვანა უნდათ და ამიტომ მოიგონეს ეს სისულელე. ამაზე როგორ გითხრათ, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს," - განაცხადა გია ვოლსკიმ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ცნობისთვის, 6 მარტს, "ტვ პირველმა" ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი გაასაჯაროვა. რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ღარიბაშვილს ფეისბუქ კომენტარის გამო გარკვეულ პირებზე ანგარიშსწორებას სთხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system