თავში

"დაბოლების" მორიგ სერიებს, "ოცნებასთან" სიამტკბილობაში განაგრძობენ" - ჭიჭინაძე ოპოზიციაზე

"დაბოლების" მორიგ სერიებს, "ოცნებასთან" სიამტკბილობაში განაგრძობენ" - ჭიჭინაძე ოპოზიციაზე
დაბოლების მორიგ სერიებს, ოცნებასთან სიამტკბილობაში განაგრძობენ - ჭიჭინაძე ოპოზიციაზე

კომიტეტებს და თანამდებობებს ეზომებიან და ადამიანების "დაბოლების" მორიგ სერიებს, "ოცნებასთან" სიამტკბილობაში, ახლა უკვე პარლამენტიდან განაგრძობენ, - ასე გამოეხმაურა "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე პარლამენტში, ახალი, ოპოზიციური ფრაქციის შექმნას. 

მისი თქმით, ხალხი ღარიბდება, პოლიტიკოსები კი თანამდებობებს ინაწილებენ.

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლარი 10%-ით გამყარდა, ფასები კი პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, წამლებზე, საწვავზე, საერთოდ ყველაფერზე, არა თუ იკლებს, იმატებს!

მოკლედ, არანაირი აზრი არ აქვს ლარის დოლართან მიმართებაში გამყარებას, დოლარში გაძვირდა ყველაფერი და იმიტომ.

თუმცა, ლარი როგორც კი გაუფასურდა, იმ წამსვე შეიკრიბნენ და აწიეს ფასები, ახლა გამოგვიცხადეს, 23 ივნისამდე რეფინანსირება არ იქნებოაო.

მოკლედ, იმ რეალობით, რაც დღეს ხდება, ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდება, რადგან ჩვენ პრაქტიკულად ყველაფერს ვყიდულობთ. შველით კი მხოლოდ მაშინ გვეშველება, როდესაც სამუშაო ადგილების, შიდა ინვესტიციების შექმნით გავამყარებთ ლარს.

პარლამენტში შესული ე.წ. ხლმომწერი ოპოზიცია კი, იმის მაგივრად აი ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე იმსჯელონ, კაბინეტებზე, მანქანებზე, პრივილეგიებზე, მხოლოდ საკუთარი თავის დაბინავებაზე ზრუნავს.

აბა სხვა რითი აიხსნება თუნდაც ის, რომ აბსოლუტურად განსხვავებული იდეოლოგიის ადამიანები, აი ისეთები, ეკონომიკური პროგრამებიც რომ განსხვავებული ჰქონდათ წინასაარჩევნოდ, საერთო ფრაქციებს ქმნიან, კომიტეტებს და თანამდებობებს ეზომებიან და ადამიანების "დაბოლების" მორიგ სერიებს, "ოცნებასთან" სიამტკბილობაში, ახლა უკვე პარლამენტიდან განაგრძობენ", - წერს დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ, 3 ივნისს, პარლამენტში ახალი, ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system